უკრაინის პრემიერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. მათი ინფორმაციით, დენის შმიგალმა გიორგი გახარიას წარმატებები უსურვა და გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ საერთო ევროპული მისწრაფებები, ისევე, როგორც - გამოწვევები და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ორივე სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა