სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საბუთების მიღებას და შესაბამისობის ცნობის გაცემას გარკვეულ სახელმწიფო პროგრამებზე 15 იანვრამდე აჩერებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 15 იანვრამდე საბუთების მიღებას და შესაბამისობის ცნობის გაცემას გარკვეულ სახელმწიფო პროგრამებზე აჩერებს. ინფორმაციას, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 15 იანვრამდე აჩერებს საბუთების მიღებას და შესაბამისობის ცნობის გაცემას შემდეგ სახელმწიფო პროგრამებზე: დანერგე მომავალი (ბაღის გაშენება), დანერგე მომავალი (სანერგე მეურნეობის მოწყობა), ქართული ჩაი, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“,-აცხადებენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო