ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქუჩების: მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგო, ფასადები მოეწყო და ყველა მოსახლის ჭიშკარი გამოიცვალა.
„ბოლნისის მერი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგო, ფასადები მოეწყო და ყველა მოსახლის ჭიშკარი გამოიცვალა. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეტაპის განხორციელების დროს, მოსახლეობამ მიმდებარე ჩიხების კეთილმოწყობაც მოითხოვა, თვითმმართველობამ კი მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ჩიხებში ქვაფენილის დაგების გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის განცხადებით, მოსახლეობას წლების განმავლობაში ამორტიზირებული გზით სარგებლობა უწევდა და მოხარულია, რომ მათ ეს პრობლემას აქტიურად მოუგვარდათ.
„მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზე ქვაფენილის დაგების სამუშაოების მე-3 ეტაპი წარმატებით დასრულდა. ქუჩებზე ფასადების რეაბილიტაციაც განხორციელდა, ასევე მოსახლეობის ჭიშკრებიც შეიცვალა. ამ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება. აქ მოსახლეობას წლების განმავლობაში ამორტიზირებული გზით უწევდა სარგებლობა და მოხარული ვარ, რომ მათ ამ პრობლემას აქტიურად ვუგვარებთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.