„საქართველოს ბანკი“ - „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 10 მილიონი დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

„კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა“, -ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბანკიდან აცნობეს, ეს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ პირველი ემისიაა, რაც კომპანიის მზარდ პოტენციალზე მეტყველებს.

„ ფიქსირებული შემოსავლის მქონე საჯარო ინსტრუმენტის ემისია საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბაზრისთვის პირველი ტრანზაქციაა, შესაბამისად, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მომხმარებელს პირველად აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები ამ სექტორში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 9%-ს. კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებას, შედეგად კი ობლიგაციის მფლობელები სრულად გათავისუფლდებიან გადასახადებისგან. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2022 წლის 29 დეკემბერს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც კახური ტრადიციული მეღვინეობის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, აღნიშნული ობლიგაციების გამოშვება კომპანიის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და სამომავლო სტრატეგიების განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „მოხარულები ვართ ამ წარმატებული დებიუტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. აღნიშნული ობლიგაციების გამოშვება კომპანიის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და სამომავლო სტრატეგიების განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, ჩვენი კომპანიის მაღალ სანდოობაზე მეტყველებს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა „გალტ & თაგარტს“ ამ პროცესში მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

„გალტ & თაგარტის“ მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე კი დასძენს რომ დღეისათვის „გალტ & თაგარტი“ წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს როგორც, საჯარო და კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

„მსურს მივულოცო „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება. მე მჯერა, რომ ეს დიდწილად გაამყარებს ბაზარზე კომპანიის წამყვან პოზიციებს. ასევე მოხარული ვარ, ავღნიშნო გალტ & თაგარტის როლი „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვებასა და განთავსებაში. საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების სექტორში ეს არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე საჯარო ინსტრუმენტის განთავსების პირველი პრეცედენტი. მიუხედავად კოვიდ პანდემიის შედეგად საქართველოსა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციისა, ინვესტორების მხრიდან აღნიშნული ინსტრუმენტისადმი საკმაოდ მაღალი ინტერესი და აქტივობა დაფიქსირდა.მსურს მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს მორიგი წარმატება,” - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა