ირაკლი ქარსელაძე - ქუთაისის შემოვლითი გზა ორმხრივად გაიხსნა, რაც გადაადგილების დროს გაანახევრებს

ქუთაისის შემოვლითი გზა ორმხრივად გაიხსნა, რაც გადაადგილების დროს გაანახევრებს“,-ამის შესხებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისის შემოვლით გზაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად პანდემიის გამოწვევებისა, 2020 წელი გამორჩეული აღმოჩნდა.

„ ჩვენ ჯერ კიდევ კორონავირუსამდე დავაანონსეთ 70 კმ. მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც შესრულებულია. კერძოდ, გუშინ ქუთაისის შემოვლით გზაზე, 40 კმ. აშენებული გზიდან, 19 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც ზაფხულში გავხსენით დაემატა კიდევ 12 კმ-იანი მონაკვეთი და ეტაპობრივად უახლოეს კვირებში მოხდება უკვე სრულად 4 ზოლიანი გზით სარგებლობა. ამ ეტაპზე, 10 კმ-იანი მონაკვეთია, სადაც საბოლოო სამუშაოები მიმდინარეობს და საგზაო უსაფრთხოების გათვალისწინებით 2 ზოლიანი მოძრაობაა, თუმცა რამდენიმე კვირაში სრულად 4 ზოლიანი გახდება აქაც მოძრაობა. ჩვენ უკვე შეგვიძლია აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნით სარგებლობისას გვერდი ავუაროთ ქუთაისს და შესაბამისად გავანახევროთ გადაადგილების დრო და ასევე განვტვირთოთ ქალაქი ქუთაისი. საბოლოო ჯამში, წლის განმავლობაში გაიხსნა ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა და ჯაპანა-ლანჩუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი. ამ მონაკვეთების საშუალებით, იანვრიდან ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება დაზოგოს 1 საათი და თბილისიდან ბათუმამდე 5 საათის ნაცვლად 4 საათში ჩავიდეს", - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს