დავით სერგეენკო - იმ პარტიასთან, ვისაც ძალადობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ალბათ გართულდებოდა მუშაობა

“მიუხედავად იმისა, რომ პოზიცია-ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მთავარი ფორმატი იყო ელჩების ჩართულობით, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მოლაპარაკებები სხვა კანონიერი ფორმატით იყოს, როგორიც იქნება, დავუშვათ, შეხვედრები”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მიმდინარეობდა თუ არა დამატებითი შეხვედრები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორების გარეშე.

სერგეენკოს განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას მსგავსი შეხვედრების შესახებ. ამასთან, როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ პარლამენტმა იმუშავოს გამართულად.

“არის რამდენიმე მოცემულობა. მოცემულობა ნომერი პირველი - პარლამენტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა, ანუ საქმიანი კრიტიკა აუცილებელია. მეორე მოცემულობა- პირველი მოცემულობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც კოვიდპანდემიის გამო მოსალოდნელია ეკონომიკური პრობლემები, სახელმწიფო ინსტიტუციები უნდა მუშაობდნენ გამართულად. მესამე მოცემულობა- მიუხედავად იმისა, რომ პოზიცია-ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მთავარი ფორმატი იყო ელჩების ჩართულობით, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მოლაპარაკებები სხვა კანონიერი ფორმატით იყოს, როგორიც იქნება დავუშვათ შეხვედრები. მე არ ვიცი და რომც ვიცოდე არ ჩავთვლიდი დამეკონკრეტებინა ვინ ვის ხვდებოდა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ პარლამენტმა იმუშავოს გამართულად”,- განაცხადა სერგეენკომ.

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ოპოზიციაში ძალა, ვისთანაც მმართველი გუნდი ითანამშრომლებს, სერგეენკომ განაცხადა, რომ “იმ პარტიასთან, ვისაც ძალადობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ალბათ გართულდებოდა მუშაობა”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს