ირაკლი კობახიძე - როცა ქვეყანაში პრაქტიკულად ომის მდგომარეობაა, ეკონომიკამ პანდემიის გამო, იმაზე მეტი ზიანი მიიღო, ვიდრე 2008 წლის ომის, ოპოზიცია რომ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს და ხავსს ეჭიდება, ეს მათ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს

ეკონომიკამ იმაზე მეტი ზიანი მიიღო პანდემიის გამო, ვიდრე საქართველომ 2008 წლის ომის გამო. ასეთ დროს, ოპოზიცია თავის სუბიექტურ სკამებს რომ არის გამოკიდებული, რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს და ხავსს ეჭიდება, ეს მეტყველებს მათ უპასუხისმგებლობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში ყველა პოლიტიკური პარტია ერთად უნდა იდგეს.

“ძალიან რთული წელი იყო მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის, მძიმე ზიანი მიიღო ეკონომიკამ, -5% ეკონომიკური რეცესია არის ძალიან მძიმე დარტყმა. ჩვენ 2021 წელი მთლიანად უნდა მოვახმაროთ იმას, რომ თავი აღვიდგინოთ, ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ კრიზისიდან, რომელიც წარმოიშვა პანდემიის გამო. 2021 წელის ბიუჯეტი და ყველა ძალისხმევა იქნება აქეთკენ მიმართული. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ წლის ბოლოსთვის იგივე ნიშნულს, რაც გვქონდა პანდემიამდე. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და შესაბამისად, სოციალური ზიანი, რაც მიიღო მოსახლეობამ, უნდა აღდგეს. ეს იქნება მთავარი ამოცანა 2021 წლისთვის. სხვათაშორის, როცა საუბარია ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე, ასეთ ვითარებაში, როცა პრაქტიკულად ქვეყანაში არის ომის მდგომარეობა და ეკონომიკამ იმაზე მეტი ზიანი მიიღო პანდემიის გამო, ვიდრე საქართველომ 2008 წლის ომის გამო, ასეთ დროს, ოპოზიცია თავის სუბიექტურ სკამებს რომ არის გამოკიდებული, რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს და ხავსს ეჭიდება, ეს მეტყველებს მათ უპასუხისმგებლობაზე. ამ ვითარებაში, წესით, ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იდგეს ერთად და უნდა შეეჭიდოს იმ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება პანდემიას. ასეთ დროს ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის უპასუხისმგებლობას, თუმცა აქაც ზღვარი გაივლება აუცილებლად და ვნახავთ, რომ ვიღაცას ექნება მეტი პასუხისმგებლობა ოპოზიციაში და ვიღაცას ნაკლები”, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს