“ვისოლის” თვითმომსახურების სადგურზე ვარკეთილში “სმარტიც”გაიხსნა

“ვისოლის” თვითმომსახურების სადგურზე ვარკეთილში, ჯავახეთის ქ.#132-ში “სმარტის” სუპერმარკეტი გაიხსნა. შესაბამისად, საწვავზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასების გარდა თვითმომსახურების სადგური ახლა კიდევ უფრო მიმზიდველი “სმარტის“ ექსკლუზიური იმპორტული პროდუქციით, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულითა და იტალიური ყავით გახდა.

„„ვისოლი“ მუდმივად ცდილობს გაიმყაროს ბაზარზე ინოვატორული კომპანიის იმიჯი და მოხარული ვართ, რომ თვითმომსახურების ფორმატის სადგურების განვითარების შესაძლებლობა პირველებს სწორედ ჩვენ მოგვეცა. „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგური კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადეთ „სმარტის“ სუპერმარკეტით და სიმბოლურია, რომ 2020 წლის დასასრული ოცდამეორე “სმარტის” ობიექტის გახსნით აღვნიშნეთ. მომავალი სამი წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ 30 “სმარტი” გახდება ერთგული მომხმარებლის თანამგზავრი”- აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

შეგახსენებთ, რომ “ვისოლის” თვითმომსახურების სადგურზე მომხმარებელი ყოველდღიურად იღებს 15 თეთრიან ფასდაკლებას საწვავზე ქსელის ფასებთან შედარებით. „უნიქარდით“ მიღებული დამატებითი ფასდაკლებით კი საწვავი აქ ყველაზე ხელმისაწვდომია. პირველი თვითმომსახურების სადგური მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამმართველოსთან გასულ წელს გაიხსნა.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია