აჭარული სამზარეულოს შესახებ ვიდეოგაკვეთილები მომზადდა

საიმიჯო რგოლებთან ერთად აჭარული სამზარეულოს შესახებ ვიდეოგაკვეთილები მომზადდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივიე ინფორმაციით, აჭარული სამზარეულოს საიმიჯო რგოლებს საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. „ეს რეგიონის თითოეული კუთხის კულინარიაზე მომზადებული პირველი ვიდეორგოლებია, რომლებითაც ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის სამზარეულოს ნაკლებცნობილი კერძებია წარმოჩენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნული რგოლებით რეგიონის კულინარიის პოპულარიზაციას შიდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე გეგმავს. ქობულეთურ სამზარეულოზე მომზადებული კლიპის შემდეგ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ლაზური და მთიანი აჭარის კულინარიაზე გადაღებული საიმიჯო რგოლებიც ენახა. კლიპებში ნაკლებცნობილი ლაზური კერძები - ქაფშია ტაღანეი. ლუყუ დუდეი, ლაზური ბურეღი, ასევე მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი სინორი, ბორანო და ტოლმა აპოხტითაა გადაღებული. ცნობილმა შეფმზარეულებმა გურამ ბაღდოშვილმა და დადუნა ღლონტმა აღნიშნული კერძების ტრადიციული და თანამედროვე ვარიაციები ადგილობრივ მზარეულებთან გოგა ზანაქიძესთან და რომა კაკაბაძესთან ერთად მოამზადეს. იანვრიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საზოგადოებას უკვე აჭარული კერძების შესახებ გადაღებულ ვიდეოგაკვეთილებსა და ფოტორეცეპტებს შესთავაზებს. ფოტო-ვიდეომასალა დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სხვა ტრენინგ-სემინარებთან და მასტერკლასებთან ერთად სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე განთავსდება. პროექტის მიზანი რეგიონში კულინარიის განვითარების ხელშეწყობა და აჭარული კერძების შესახებ ცნობადობის გაზრდაა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა