რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს

სარაგბო კლუბ ლოკომოტივის სამწვრთნელო ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში რაგბის კავშირს ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს.

ირაკლი აბუსერიძეს მხარი დელეგატთა უმრავლესობამ 31 ხმით დაუჭირა. 10 ხმა მიიღო რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, მესამე კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ კი - 0 ხმა.

ბაჩო ხურციძის თქმით, არჩევნები არალეგიტიმურია და შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოპონენტებს, მხარდამჭერებს და იმ ადამიანებსაც, ვინც მხარი არ დამიჭირა. გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ, მორაგბეებმა და იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა ყველასთან ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის. თუ ვერ შევინარჩუნეთ ერთიანობა პირველ რიგში, ქართული რაგბი დაზიანდება, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ყველა მზად იქნება მომავალი მუშაობისთვის. არჩევნებს ყოველთვის თან ახლავს დაძაბულობა, ყველას შევხვდებით და რაც ქართული რაგბისთვის უკეთესი იქნება იმ გზით წავალთ“, - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის თქმით, ირაკლი აბუსერიძის არჩევით აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი დადგა.

,,დადგა აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი, მოგება და წაგება არ არის მთავარი. მე არასდროს არ ვყოფილვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, ყოველთვის ვიყავი გუნდის წარმომადგენელი და 4 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი რაგბის კავშირს, რომ რაგბის ავტონომია შემენარჩუნებინა. დღეს რაგბის ავტონომია ისევ დგას საფრთხის ქვეშ და ირაკლი აბუსერიძეს მოუწევს ამ ტვირთის ტარება. მინდა მას ვუსურვო წარმატება და შეძლებისდაგვარად გვერდში დავუდგეთ. თუ რაიმეს გაკეთება შემეძლება იმისთვის, რომ რაგბი განვითარდეს რა თქმა უნდა, თანამშრომლობას არცერთ კანდიდატთან არ დავიზარებ. გული მტკივა, რომ ბაჩო ხურციძე ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა, მას ნამდვილად ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია რაგბისთვის და დიდი პოტენციალი აქვს“, - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა