მამუკა მდინარაძე - მთელი ოპოზიციური სპექტრი ბოკერიასა და “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშაა, რომ მოღალატეები არ დაუძახონ - თუ ამ კომპლექსს მოიხსნის ოპოზიციური სპექტრი, მაშინ შევთანხმდებით

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები “დამოკიდებულია კონკრეტული პარტიული სუბიექტების მხრიდან კომპლექსების მოხსნაზე”.

მდინარაძის თქმით, დღეს ოპოზიციური სპექტრი გიგა ბოკერიასა და “მასთან ინტერესთა თანხვედრაში მყოფი “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშაა”.

“ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება იყო ბოკერიას მიერ დალაგებული ნარატივის კომპლექსის ქვეშ და ის გაკომპლექსებდეს მაშინ, როდესაც საკმაოდ კარგი, ინტელექტუალური რესურსი ჰქონდა მას თავის პარტიაში. მან პარტიული და პოლიტიკური მენეჯმენტი ისე დაალაგა “ევროპულ საქართველოში”, რომ კატასტროფული შედეგი მიიღო? დღეს უკვე მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ ადამიანის და მასთან ინტერესთა თანხვედრაში მყოფი “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ არიან და კომპლექსით, რომ მათ არ დაუძახონ მოღალატეები, ოპოზიციური ერთობის დამანგრევლები. თუ ამ კომპლექსს მოიხსნის ოპოზიციური სპექტრი, მაშინ ჩვენ შევთანხმდებით. თუ ამ გავლენების ქვეშ უნდა იყვნენ, ჩვენ გაგვიჭირდება შეთანხმება, თუმცა მაინც იმედი გვაქვს, რომ ისინი რაციონალურ გადაწყვეტილებამდე მივლენ და თებერვალში უკვე საპარლამენტო ცხოვრებას ოპოზიციური წარმომადგენლობით საქართველოს პარლამენტში დაიწყებენ”,- განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მინიმუმ რამდენიმე წარმომადგენელი კომპლექსებიდან უნდა გამოვიდეს.

“ოპოზიციაში მინიმუმ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი იმ კომპლექსიდან გამოვა, რომ ბოკერიამ რამე არ თქვას და მერე “ნაცმოძრაობამ” ზევიდან არ დააყოლოს, თორემ ისინი ამ ჩრდილში სულ იქნებიან და შემდეგ არჩევნებში იმ შედეგებსაც ვერ აიღებენ, რაც ახლა აიღეს. ბოკერიამ თავისი პარტიული მენეჯმენტი ვერ დაალაგა ისე, რომ მიეღო რაღაც შედეგი. “ნაცმოძრაობაზე” რვაჯერ თუ შვიდჯერ ნაკლები ხმა, როდესაც ობიექტურები რომ ვიყოთ, გადახედეთ “ნაცმოძრაობის” სიას და შემდეგ გადახედეთ მის სიას. ინტელექტუალურ რესურსზე ვლაპარაკობ, სხვაზე რომ აღარაფერზე ვილაპარაკოთ და ამ კაცმა მოახერხა რომ დაენგრია თავისი პარტია და ახლა საერთო ოპოზიციურ ერთობას მოძღვრავს”, - განაცხადა მდინარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო