ისნის რაიონში მცხოვრებ 100 ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა

თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის ლევ­ან დავითაშვილის ინიციატივით ვაზისუბანსა და მე-8 ლეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევა­ნ დავითაშვილი მოსახლეობას ისნის რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ კახა კახიშვილთან და ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად სტუმრობდა.

„ლევ­ან დავითაშვილი მოსახლეობას ისნის რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ კახა კახიშვილთან და ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად სტუმრობდა. როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებული ეპიდემოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მოსახლეობის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

,,კორონავირუსით გამოწვეული პანდემია ჩვენი დროის გლობალური პრობლემაა, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. სწორედ ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ყველაზე მეტად გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა და სოლიდარობა.

დღეს ვაზისუბანსა და მე-8 ლეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და ხანდაზმულ მოქალაქეებს ვესტუმრეთ. მათ საახალწლო ნობათები გადავეცით და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ. მინდა თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ვუსურვო. ვიმედოვნებ, რომ პანდემია უახლოეს მომავალში დასრულდება და ყველანი ერთად ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით", - განაცხადა ლევა­ნ დავითაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა