მამუკა მდინარაძე ოპოზიციის შესახებ - გარკვეული კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, არსებობს - ეს არ არის რაღაც ფარული გარიგებები

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას მოლაპარაკების ზოგად პირობებზე, ფასილიტატორების გარეშე გარკვეული კომინიკაცია აქვთ. მისივე თქმით, აღნიშნული ფარული მოლაპარაკებები არ არის, თუმცა საჯარო არ ხდება, რადგან პროცესი არ დაზიანდეს.

“არის გარკვეული დეტალები, რაზეც ჩვენ ვერ ვსაუბრობთ ისევე, როგორც ელჩებთან შეთანხმების გარკვეულ დეტალებზე და პირობებზე. მეც გახლავართ იმ ურთიერთობების და მოლაპარაკებების ნაწილი, რაზეც დღეს ჭირს საუბარი. თუმცა ეს ის არ არის, რაზეც თქვენ ფარული მოლაპარაკებების თემებს ააგებთ ხოლმე. ელჩების თანდასწრებით იყო საუბარი, რომ კომუნიკაცია შემდგარიყო ყველასთან და გარკვეულ ზოგად პირობებზე, სანამ მოლაპარაკებების მაგიდას კიდევ ერთხელ მივუსხდებოდით, რაღაცაზე შევჯერებულიყავით. აქვე დაგიდასტურებთ, მარტივი არ არის ეს ამბავი. ეს არ არის რაღაც ფარული გარიგებები, ამას არ ვიკადრებთ. კარგი სცენარის განვითარების შემდეგ და მე მგონია, რომ ეს ასე იქნება, ეს რომ გამჟღავნდეს, ჩვენ ჩვენს თავს იმ რისკის წინაშე არ არ დავაყენებთ, რომ ჩვენი მხრიდან არალეგიტიმური საუბარი ან ერთი ფრაზა მაინც იყოს, რაც საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში არ იქნება სწორი, მათ შორის მორალურად. შეთქმულების თეორიებს თავი დავანებოთ. თუ ჩემი ამ მესიჯის გატანა უნდა ვინმეს სხვანაირად, არ ვურჩევ, იმიტომ, რომ საბოლოოდ ყველაფერი მჟღავნდება ხოლმე. აბსოლუტურად სწორად, ფასილიტატორ ელჩებთან შეთანხმების თანახმად, გარკვეული კომუნიკაციები, რა თქმა უნდა, არსებობს და მეც გიდასტურებთ, რომ ამისი ნაწილი გახლავართ. აქ ბევრი დეტალია, რაზეც კომუნიკაცია უნდა შედგეს და ყოველ წუთში, ელჩებთან რომ არ იყოს საჭირო სიარული... ეს ყველაფერი არ არის ფარული, უბრალოდ არ ხდება საჯარო, გამომდინარე იქიდან, რომ არ დაზიანდეს პროცესი”,- განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს