მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, თვითმმართველობის არჩევნებზე მიაბა საპარლამენტო არჩევნების ბედი და კვაზი, მახინჯი პრაქტიკა შემოიტანო

ოპოზიციაში რაღაც ვერსიებს აყალიბებენ, რაც თავიდანვე არასერიოზულია. არ შეიძლება, თვითმმართველობის არჩევნებზე მიაბა საპარლამენტო არჩევნების ბედი და ასეთი კვაზი, მახინჯი პრაქტიკა შემოიტანო,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდის ინიციატივით, თუ "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე ხმათა 48-50% არ მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიციის შიგნით საუბრობენ, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს, ლეგიტიმაცია ექნებათ, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვონ.

"გუშინ ამაზე საუბარი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. უამრავი კითხვა დაგვისვეს და ვერ გაარკვიეს, ვისი ინიციატივაა. ხან იძახის, რომ „ოცნების“, ხან იძახის, ფასილიტატორი ელჩების. დღეს ირკვევა, რომ ეს ოპოზიციის შიდა საუბრები და იქ განიხილავენ რაღაც ვერსიებს. იქ განიხილება ვერსია, რომ თუ „ოცნება“ წააგებს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, ამ შემთხვევაში, მათ მეტი ლეგიტიმაცია ექნებათ, რომ რიგგგარეშე არჩევნები მოითხოვონ. როგორც ჩანს, გამოსავაჭრებლად - თვითონ შემოიტანეს ეს ტერმინი და მეც გამოვიყენებ, უფრო მეტს საუბრობენ. რაღაც ვერსიებს აყალიბებენ, რაც თავიდანვე, ჩანასახში, არასერიოზულია. არ შეიძლება, რაც არ უნდა სხვა გარემოებები იყოს, ერთი რომელიღაც სხვა არჩევნების შედეგებზე, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნებზე მიაბა საპარლამენტო არჩევნების ბედი და ასეთი კვაზი, მახინჯი პრაქტიკა შემოიტანო. თუმცა, მათ აქვთ მსჯელობის უფლება და თავისუფლება და ამაში ვერ ჩავერევით. ირკვევა, რომ ისინი შიგნით ლაპარაკობენ, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში, მათ ლეგიტიმაცია ექნებათ, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვონ. ეს მათი საქმეა, უბრალოდ მსგავს შეთანხმებაში კი არა, მსგავს მოლაპარაკებაში, საუბარში „ქართული ოცნება“ მონაწილეობას ვერ მიიღებს და ვერ დავნერგავთ მახინჯ პრაქტიკას, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებში ამდენ პროცენტს მიიღებ, მოიგებ ან წააგებ, შემდეგ არჩევნებში ამ დათქმით გავაკეთოთ - ეს არ შეიძლება. დღევანდელ კი არა, ათი და 20 წლის შემდეგ პროცესებს დავაზიანებთ ასეთი მახინჯი მიდგომით. ასეთი მიდგომა არ შეიძლება, წარმოუდგენელია და ჩვენ ამ პროცესში ვერ შევალთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა