გიგა ბოკერია საპარლამენტო ხელფასებზე - ვისაც უნდა, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით დახარჯავს ამ რესურსს სწორ საქმეზე

ვისაც უნდა, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით დახარჯავს ამ რესურსს სწორ საქმეზე , - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, საპარლამენტო უფლებამოსილების მქონდე დეპუტატების ხელფასების საკითხს.

ბოკერიას თქმით, სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ფორმით გადაწყვიტა გამოეხატა საკუთარი პოზიცია, მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ, საპარლამენტო ხელფასი სამოქალაქო აქტივისტებს გადაურიცხა, ხოლო პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე, თანხით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ყველა ეს ფორმა ლეგიტიმურია მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ უტიფრად არ აკმაყოფილებს ოპოზიციური პარტიების განცხადებებს საპარლამენტო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით.

„სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ფორმით გადაწყვიტა გამოეხატა საკუთარი პოზიცია, ზოგიერთმა ბიუჯეტში დააბრუნა, ზოგიერთმა ქველმოქმედებაში მიმართა, ზოგიერთმა საპარლამენტო ხელფასი მისცა აქტივისტებს. ყველა ეს ფორმა ლეგიტიმურია იმ უტიფრობის ფონზე, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი ჯერ აცხადებდა, რომ არ გაგიშვებთ პარლამენტიდანო, შემდეგ თქვა, რომ სასწრაფოდ დაგიკმაყოფილებთ თუ ახლავე არ დაგვთანხმდებით იმაზე, რაც გვინდაო, ახლა ისევ გადათქვეს და თითქოს დამოკლეს მახვილივით აქვთ დაკიდებული ეს საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა. ვისაც უნდა, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით დახარჯავს ამ რესურს სწორ საქმეზე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო