სალომე სამადაშვილი - ოპოზიცია "ეგოების შეჯიბრის" გარეშე უნდა დაჯდეს  საერთო მაგიდის გარშემო - თუ გვიღირს, რომ 2022 წელს ვადამდელი არჩევნების ხელმოწერილი დაპირება მივიღოთ, შესაძლოა ამაზე ვიმსჯელოთ

ერთპარტიული პარლამენტი არის ყველას მარცხი, სახელმწიფოს მარცხია და არ მიმაჩნია, რომ ეს არის ოპოზიციის გამარჯვება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ,,პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება შედგება, ამ შემთხვევაში ოპოზიციამ შესაძლოა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუმცა, ეს შეთანხმება ვერ იქნება ისეთ საკითხებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ინტერესებშია.

,,ერთპარტიული პარლამენტი არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მიმაჩნია, რომ ერთპარტიული პარლამენტი არის ყველას მარცხი, სახელმწიფოს მარცხია და არ მიმაჩნია, რომ ეს არის ოპოზიციის გამარჯვება. ერთპარტიული პარლამენტი აზიანებს ქვეყანას და არავის გამარჯვებად არ მიმაჩნია. თუ მივაღწევთ შეთანხმებას, ამ შემთხვევაში, ცხადია ოპოზიციამ შესაძლოა, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას. თუმცა, ეს შეთანხმება ვერ იქნება ისეთ საკითხებზე რომელიც არის დღეს „ქართული ოცნების“ ინტერესებში, ჩვენი ინტერესია დღეს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს შეცვლა, მათ შორის იმის, რომ პოლიტიკური ნიშნით არავინ არ უნდა იყოს დაპატიმრებული“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციაში პრაგმატულ დისკუსიას ვერ ხედავს და უმჯობესია საერთო მაგიდის გარშემო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

,,ოპოზიცია ძალიან მშვიდად პრაგმატულად, ზედმეტი ეგოების შეჯიბრის და არაჯანსაღი მიდგომების გარეშე უნდა დაჯდეს საერთო მაგიდის გარშემო და იმსჯელოს რა არის მის ინტერესებში. თუ გვიღირს, რომ 2022 წელს მივიღოთ ხელმოწერილი დაპირება ვადამდელი არჩევნების და ბევრი სხვა პირობების მიყოლებით შესაძლოა, ამაზე ვიმსჯელოთ. როცა არ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ეს ხელისუფლება არის დასრულებული. არ მომწონს ის პროცესები, რასაც ოპოზიციაში ვხედავ. ამას ეგოების შეჯიბრს დავარქმევდი, პრაგმატულ დისკუსიას ვერ ვხედავ და იმედია, ოპოზიცია ამ ფორმატს მალევე დაუბრუნდება. ზედმეტი საჯარო თავდასხმები, რომლის არსსაც ვერ ვხედავ, ალბათ ჯობია, რომ ძალიან საქმიანი დისკუსია ჰქონდეს ოპოზიციას მუდმივად მაგიდის გარშემო და შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის განცხადებით, რომ არ არსებობდეს ,,მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი“ ოპოზიცია ძალიან რთულ მდგომარეობაში იქნებოდა.

,,არჩევნების შედეგებით როგორც გაიზომა მიხეილ სააკაშვილი მიუხედავად იმისა, რომ 8 წელიწადია დევნილობაშია რჩება ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ ლიდერად. მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი რომ არ არსებობდეს, ოპოზიცია ძალიან რთულ მდგომარეობაში იქნებოდა. ოპოზიციის წონა იზომება ხმების რაოდენობით, უამრავი სხვა პარტიაა, თუ აქვთ სურვილი რომ მიიზიდონ ამომრჩეველი დაე მიიზიდონ, მაგრამ დღეს „ენმ“, რომელიც მოიაზრება მიხეილ სააკაშვილის ლიდერობასთან, არის გაცილებით უფრო ძლიერი ოპოზიციური ფლანგი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიცია "ეგოების შეჯიბრის" გარეშე უნდა დასხდეს საერთო მაგიდის გარშემო - თუ გვიღირს, რომ 2022 წელს ვადამდელი არჩევნების ხელმოწერილი დაპირება მივიღოთ, შესაძლოა ამაზე ვიმსჯელოთ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა