კახა კალაძე - იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საახალწლო კონცერტი მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება გადაცემული

იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობის უსაფრთხოება, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საახალწლო კონცერტი მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება გადაცემული , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერი საახალწლო ღონისძიების რეპეტიციაზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, ხვალ საღამოს კონცერტი გაიმართება და თბილისის მერიას ამ ყველაფრის გაკეთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე განსხვავებულ ფორმატში უწევს.

„ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში, მხედველობაში მაქვს პანდემია, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა გრძელდება, ჯერ არ დასრულებულა, ეს ომი არ მოგვიგია. იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობის უსაფრთხოება, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საახალწლო კონცერტი მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება გადაცემული. ყველა ტელევიზიას ექნება შესაძლებლობა , რომ გააშუქოს, სიგნალი იქნება გაშვებული“ , - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ესტრადის ყველა წარმომადგენელი ყოფილიყო ჩართული საახალწლო ღონისძიებებში.

„პროექტი, რომელიც ხვალ კონცერტის სახით განხორციელდება, ძალიან ლამაზი გამოვიდა“ ,- აღნიშნა მან.

მან ასევე 2020 წელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან რთული წელი იყო.

„სერიოზული გამოწვევები იყო მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, 2021 წელი გაცილებით უფრო მაგარი წელი იქნება, სადაც შევძლებთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური პრობლემების მოგვარებას, რომელიც პანდემიამ შექმნა და ამ ყველაფერში ჩვენი სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშნველოვანია ჩვენი ერთად დგომა. არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუ რამხელა ძალა აქვს სოლიდარობას, ერთად დგომას. ყველა იმ რთულ ვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა, ყოველთვის თავაწეულები გამოვედით ჩვენი ერთობით და სოლიდარობით. ასე რომ, ძალიან მაგარი გრძნობაა სოლიდარობა, სიკეთის კეთება, ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა“, - აღნიშნა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს