კალიფორნიაში კოვიდ 19-ის ახალი სახეობით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტ, ენტონი ფაუჩისთან, გამართული ონლაინ დისკუსიის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსი სამხრეთ კალიფორნიაში ერთ-ერთ პაციენტს დაუდასტურდა.

თავის მხრივ, ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ახალი ვარიანტის აშშ-ში გამოჩენა "არ გაკვირვებია" და დასძინა, რომ ასეთი ვირუსების მუტაციური ხასიათი ნორმალურია, ვინაიდან მუტაციები ვირუსების არსებობის წყაროა, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა” არარელევანტურია ”.

„თუმცა, როგორც ჩანს, ეს კონკრეტული მუტაცია, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის კუთხით, ვირუსს უკეთესს ნამდვილად არ ხდის,“- აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტის განცხადებით, ის ფიქრობს რომ აშშ ვაქცინაციის წყალობით შექმნილი კოლექტიური იმუნიტეტის შედეგად ცხოვრების შედარებით ნორმალურ რიტმს 2021 წლის შემოდგომისთვის დაუბრუნდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს