თსუ-ში სამეცნიერო სესია გაიმართა, რომელიც დათო მაღრაძის პოემას „ბარაქიანი  მიწა“ მიეძღვნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო სესია გაიმართა, რომელიც დათო მაღრაძის პოემას „ბარაქიანი მიწა“ მიეძღვნა. ღონისძიებაზე ქართველმა მწერლებმა და ლიტერატორებმა პოეტის ლიტერატურული ნაწარმოები ონლაინ ფორმატში განიხილეს.

პოემა ითარგმნა რუსულ, ინგლისურ, იტალიურ, შვედურ ენებზე და მას კრიტიკულ-ესთეტიკური გამოხმაურებებიც მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში.

„ბარაქიანი მიწა“ ბევრი თვალსაზრისით არის გამორჩეული ნაწარმოები. მათ შორის იმითაც,რომ მოკლე პერიოდში ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა, რაც, უპირველესად, არის საქართველოს გამარჯვება, ქვეყნის პოპულარიზაცია და პერსონალურად, დათო მაღრაძის,როგორც ავტორისა და პოეტის“,-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

დათო მაღრაძის პოემაზე ისაუბრეს მწერალმა როსტომ ჩხეიძემ,თსუ შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ირმა რატიანმა და ლიტერატორმა პაატა ჩხეიძემ, ასევე წარმოდგენილი იყო ენათმეცნიერების და მთარგმნელების რეცენზიები.

სემინარი სიმბოლურად ყოფილ 93-ე აუდიტორიაში გაიმართა, რომელშიც ჯერ კიდევ 1947 წლიდან ათეული წლების განმავლობაში სტუდენტური ლიტერატურული ღონისძიებები, ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიები იმართებოდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე.

„როგორც ფედერიკო ფელინის „ორკესტრის რეპეტიციაში“ ნოტების გადამწერს მიაჩნია, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო აკუსტიკა მათ საკონცერტო დარბაზს აქვს, მეც ასეთი განცდა მაქვს, ამ აუდიტორიაში ნათქვამ სიტყვას მგონია რომ მთელი სამყარო გაიგონებს. ღმერთმა შექმნა ადამიანი, სახელმწიფომ შექმნა მოქალაქე, პოეზიის მისია არის ის,რომ მოქალაქეში ადამიანი გადაარჩინოს, სწორედ ამ სულისკევთებას ეძღვენება ჩემი წიგნი“,- აღნიშნა დათო მაღრაძემ.

2020 წლის ოქტომბრის თვეში პოემისთვის “ ბარაქიანი მიწა” რტა-სანჯულიოს კუნძულზე ინგლისური გამოცემის “Poetry on the lake”-ის და UNESCO- ს კომიტეტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე დათო მაღრაძე მთავარი პრიზით “ვერცხლის დრაკონით” დაჯილდოვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა