გალტ & თაგარტი 20 წლისაა

გალტ & თაგარტი, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, უკვე 20 წელია რაც საქმიანობს და წლების განმავლობაში საინვესტიციო-საბანკო მიმართულებით Global Finance-ის, Global Banking and Finance Review-ს და სხვა არაერთი ნომინაციის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, გალტ & თაგარტი მომხმარებელს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, როგორებიცაა: საბროკერო, აქტივების მართვა, კაპიტალის მოზიდვა და კვლევების მიმართულება.

„გალტ & თაგარტი საქართველოში უმსხვილესი, ხოლო რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საბროკერო მომსახურების მიმართულებით. ის რეზიდენტ და არაზიდენტ კლიენტებს სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვაში ეხმარება, რომლებიც ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ამასთან, გალტ & თაგარტის ონლაინ საბროკერო მიმართულება წარმოდგენილია G&T Trader-ის პლატფორმით, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განახორციელოს ინვესტიციები და ივაჭრონ გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით. ასევე, წელს ამოქმედდა პირველი ონლაინ საინვესტიციო და ანალიტიკური პლატფორმა საქართველოში, რომელიც კლიენტს აძლევს საშუალებას, განახორციელოს გარიგებები და თვალი ადევნოს პორტფელის დინამიკას. 20 წელია, რაც გალტ & თაგარტი მომხმარებელს სანდო საინვესტიციო კვლევებს სთავაზობს და მოწინავეა საქართველოში მაკროეკონომიკური და სექტორული საინვესტიციო კვლევების მიმართულებით. ეს კვლევები, ასევე, ხელმისაწვდომია წამყვან საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორებიცაა Bloomberg, S&P Capital IQ, Thompson Reuters, Factset, Tellimer, Cbonds, რაც საინვესტიციო ბანკის საქმიანობის სანდოობას ადასტურებს. 20 წელია გალტ & თაგარტი მომხმარებელს პროფესიონალურ ფინანსურ კონსულტაციებს სთავაზობს და აქვს მრავალწლიანი გამოცდილება აქტივების მართვის მიმართულებით. საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულ პირებს ეხმარება საინვესტიციო პორტფელის შედგენაში, საპენსიო სქემებისა და აქციებით გადავადებული ბონუსების მართვაში. ასევე, კერძო კომპანიებს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს სთავაზობს მომსახურებას სტრატეგიული რჩევების, კომპანიების ყიდვა-გაყიდვის, ფინანსური რესტრუქტურიზაციის და შეფასებების მიმართულებით,“- ნათქვამია „საქართველოს ბანკის ინფორმაციაში.

გალტ & თაგარტი-ს მენეჯმენტის გუნდის წევრების ირაკლი კირტავასა და ოთარ შარიქაძის განცხადებით, 20 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იუბილეა.

მათი თქმით, გალტ & თაგარტი ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალი და მოტივირებული გუნდით.

„მინდა ეს წარმატება, პირველ რიგში, მივულოცო ყველა ჩვენს თანამშრომელს. გალტ & თაგარტი ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალი და უაღრესად მოტივირებული გუნდით. ამ წლების განმავლობაში გალტ & თაგარტის გუნდმა ძალიან ბევრი სირთულე დაძლია და ბევრ წარმატებას მიაღწია. ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ჩვენ კლიენტსა და პარტნიორს, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორიდან. მადლობა მინდა ვუთხრა მათ იმ ნდობისთვის, რასაც ისინი ამ 20 წლის განმავლობაში გვიცხადებდნენ. მოხარულები ვართ, რომ უკვე 20 წელია, რაც მომხმარებელს საუკეთესო საინვესტიციო საბანკო მომსახურებას ვთავაზობთ და ვქმნით მათთვის შესაძლებლობებს“ ,- განაცხადეს ირაკლი კირტავამ და ოთარ შარიქაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა