დავით ბაქრაძე - 2021 ყოფილიყოს წელი, რომელიც გარდამტეხ და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ჩვენ ქვეყანას და მოსახლეობას

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე მოსახლეობას დამდეგ 2021 წელს ულოცავს. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელმა მრავალი პრობლემა დატოვა მომავალი წლისათვის, როგორიცაა პოლიტიკური კრიზისი, ერთპარტიული პარლამენტი, გაჩერებული ეკონომიკა, უზარმაზარი საგარეო ვალი და გაღარიბებული მოსახლეობა.

“მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი. პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ, რომ კოვიდ პანდემიის ის ბოროტი აჩრდილი, რომელმაც ამდენი მწუხარება და ტკივილი მოუტანა მთელ მსოფლიოს და ჩვენ ქვეყანას, სამუდამოდ ჩაგვებარებინოს განვლილი წლისთვის. ჯანმრთელობასთან ერთად ასევე გისურვებთ სიკეთეს, მშვიდობას და კეთილდღეობას, ძალიან რთული იყო განვლილი 2020 წელი, ძალიან ბევრი პრობლემა დატოვა მომავალი წლისთვის, დაგვიტოვა პოლიტიკური კრიზისი, ერთპარტიული პარლამენტი, გაჩერებული ეკონომიკა, უზარმაზარი საგარეო ვალი, ძალიან დიდი პრობლემები, გაღარიბებული და გაჭირვებული მოსახლეობა. ამ ყველაფერს არ სჭირდება ხელების ჩამოყრა და უიმედობა, ამ ყველაფერს სჭირდება შრომა, ბრძოლა, იმედი და წინსვლა. მე მინდა სწორედ ეს გისურვოთ, რომ 2021 წელი ყოფილიყოს შრომის, წინსვლის, განვითარებისა და კეთილდღეობის მოტანის წელი, ყოფილიყოს წელი, რომელიც გარდამტეხ და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ მოსახლეობას. გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და თითოეულ ოჯახს საქართველოში ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიკეთეს, კეთილდღეობას და განვითარებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა