ამირან გამყრელიძე - ახალი წელი უნდა აღვნიშნოთ მოკრძალებულად, მხოლოდ ოჯახის წევრების შეკრება, მაქსიმუმ 4-5 ადამიანი, არა დიდი თავშეყრები და ბახუსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას ახალ წელს მოკრძალებულად შეხვდნენ. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ოჯახის წევრების შეკრება მაქსიმუმ 4-5 ადამიანით უნდა განისაზღვრებოდეს.

„2021 წლის ბოლოს ბევრად უკეთესი მაჩვენებლები უნდა გვქონდეს. ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების მრუდი მოდის ქვემოთ, ქვეყანაში ახალი შემთხვევები იკლებს, ეს ერთი მხრივ, შედეგია შემზღუდავი ღონისძიებების, მეორე მხრივ, კი ადრეული გამოვლენის და იზოლირების. ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, განსაკუთრებით წინასაახალწლო დღეებში, როდესაც მობილობა ძალიან იზრდება. წელს უნდა იყოს ისეთი ახალი წელი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ძალიან მოკრძალებულად, მხოლოდ ოჯახის წევრების შეკრება, მაქსიმუმ 4-5 ადამიანი ოჯახში. არა დიდი სუფრები, ამაზე უნდა ვთქვათ უარი. არა დიდი თავშეყრები და ბახუსი, არა დიდი მობილობა და მოძრაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკფაქტორი“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე