პროკურატურის თანამშრომლებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ.

სტუმრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს ახალი, 2021 წელი მიულოცეს და საჩუქრები - სასურსათო პროდუქტი და ტკბილეული გადასცეს.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრნენ და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა