საფრანგეთში, უკანონო წვეულებაზე სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, დაშავებულია 3 პოლიციელი

საფრანგეთში, უკანონო წვეულებაზე, რომელშიც, საერთო ჯამში, 2 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წვეულება, რომელიც ბრეტანში ერთ-ერთ საწყობში ხუთშაბათს დაიწყო, ახლაც გრძელდება.

სამართალდამცავები შეკრებილების დაშლას შეეცადნენ, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, პოლიციას სხვადასხვა საგნები დაუშინეს და ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად სულ მცირე სამი სამართალდამცავი დაშავდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, წვეულების მონაწილეებს პირებს შორის გაერთიანებული სამეფოსა და ესპანეთის მოქალაქეებიც არიან.

საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების მიზნით მკაცრის შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის ე.წ. „ღამის კომენდანტის საათი“, რომელიც მოქალაქეებს 20:00-დან 06:00 საათამდე სახლებიდან გასვლას უკრძალავს.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან საფრანგეთში კორონავირუსის 2.6 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 64 892 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა