ისრაელში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 1 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ყოველ 100 ადამიანზე, საშუალოდ 11.55 ადამიანი იცრება, ერთ სულ მოსახლეზე აცრილთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ბაჰრეინი, მესამეზე კი – გაერთიანებული სამეფო.

30 დეკემბრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2.78 მილიონ ადამიანს გაუკეთდა, რაც დაგეგმილზე, 20 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციაზე, გაცილებით ნაკლებია.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი