აზერბაიჯანში კორონავირუსის 421 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 421 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 3 645 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აზერბაიჯანში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 219 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ვირუსს 2 703 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 191 925-ს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო