ხათუნა ბურკაძე - პარტნიორების მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ადამიანის საჭიროებებზე ორიენტირებული ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბება

2020 წლის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგებსა და 2021 წლის პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, ახლა უკვე თამამად შეიძლება 2020 წლის შედეგებზე საუბარი. თქვენი დაკვირვებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შედეგების თვალსაზრისით როგორი იყო 2020 წელი და მიუხედავად გამოწვევებისა, რა შედეგებს მიაღწია საქართველომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?

- 2020 წელს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვყოთ პანდემიის შედეგად შექმნილი გლობალური კრიზისი. „კორონაომი“ აღმოჩნდა ურთულესი გამოწვევა იმ მსოფლიოსთვის, რომელმაც 2020 წლამდე არაერთი გამოწვევა დაძლია და არაერთ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა სფეროში.

მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა საფრთხემ თვალნათლივ დაგვანახა, რომ საერთაშორისო სისტემა გარდაქმნას საჭიროებს და დღევანდელი მოცემულობა გახდება ახალი ეტაპის დასაწყისი.

საერთაშორისო სისტემა გარდაქმნას საჭიროებს და დღევანდელი მოცემულობა გახდება ახალი ეტაპის დასაწყისი

ისტორიულად თუ გავაანალიზებთ კაცობრიობის განვითარების პროცესს, ფართომასშტაბიან კრიზისს, როგორც წესი, თან ახლდა გარდამტეხი ცვლილებები. მიუხედავად 2020 წლის სირთულეებისა, ეს პერიოდი გვიბიძგებს იმისკენ, რომ ახლებურად ვიფიქროთ როგორც საერთაშორისო სისტემის, ასევე ეროვნულ დონეებზე ქვეყნების განვითარებაზე.

კრიზისმა აჩვენა, რომ მსოფლიოს ძალაა სოლიდარობასა და მეცნიერებაში. თუმცა, ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ბუნებრივი კანონზომიერება და არ გადავკვეთოთ წითელი ხაზები.

კრიზისმა აჩვენა, რომ მსოფლიოს ძალაა სოლიდარობასა და მეცნიერებაში. თუმცა, ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ბუნებრივი კანონზომიერება და არ გადავკვეთოთ წითელი ხაზები

ასევე, არ უნდა შევაფერხოთ ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემის ფუნქციონირება და ძალთა ბალანსის დაცვით უნდა შევქმნათ არსებითი განვითარების შესაძლებლობები ყველა სახელმწიფოსთვის.

მით უფრო, როდესაც თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტური პრინციპი მიუთითებს სახელმწიფოების თანასწორუფლებიანობაზე მიუხედავად მათი სიდიდისა, პოლიტიკური, ეკონომიკური სიძლიერისა თუ სხვა ფაქტორებისა.

ამასთანავე, ცხადია, რომ მეცნიერებისა და პოლიტიკის კავშირი არის მართებული გზა ლიდერების მიერ რაციონალური გადაწყვეტილებების მისაღებად. ასევე, მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ტექნოლოგიების როლი, რაც ციფრულ მსოფლიოში თამაშის ახალი წესების ჩამოყალიბებისკენ გვიბიძგებს.

შესაბამისად, ეს შეცვლის საერთაშორისო პოლიტიკის მეთოდოლოგიას. ამ პროცესში კი მცირე სახელმწიფოებს განსაკუთრებული ყურადღებით მართებთ საკუთარი ახალი სტრატეგიული ხედვების შემუშავება. კერძოდ, მათ უნდა იზრუნონ თავიანთი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე, რათა საჭიროება აჩვენონ მასშტაბურ მოთამაშეებს, სხვაგვარად გაუჭირდებათ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა.

დღეს ციფრული მმართველობა პრაქტიკულად ყველა სფეროს იპყრობს, ის ცვლის საჯარო მმართველობის სტილს, ინდივიდის ქცევის წესს, ოპერაციების, მათ შორის საომარი ოპერაციების წარმოების ტაქტიკას და ჩვენგან ციფრული უნარების განვითარებას მოითხოვს.

დღეს ციფრული მმართველობა პრაქტიკულად ყველა სფეროს იპყრობს, ის ცვლის საჯარო მმართველობის სტილს, ინდივიდის ქცევის წესს, ოპერაციების, მათ შორის საომარი ოპერაციების წარმოების ტაქტიკას და ჩვენგან ციფრული უნარების განვითარებას მოითხოვს

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წელს საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს, განსაკუთრებით გამოვყოფდი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს.

პანდემიის დროს ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ჯანდაცვის, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, განათლების, მეცნიერების სფეროებში.

მოგეხსენებათ, 2020 წლის 17-18 ნოემბერს აშშ- სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოს ეწვია. გლობალური კრიზისის ფონზე და რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტმა ცალსახად მიანიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მტკიცეა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერით შეძლებს გამოწვევებთან გამკლავებას.

ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ასევე, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესრულებისკენ.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 2020 ფისკალური წლის ბიუჯეტში, იგივე კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში (Consolidated Appropriations Act), 2017-18-19 ფისკალური წლების მსგავსად, კვლავ შენარჩუნებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩანაწერი.

ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ასევე, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესრულებისკენ

დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობები, ან რამე სახით მოახდინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა.

საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აპრილში ნატო-ს ონლაინ მინისტერიალმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსათვის ახალი პაკეტის შეთავაზების შესახებ.

კერძოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე. ხსენებული ზომები გულისხმობენ საქართველოს უფრო მეტად ჩართვას შავ ზღვაზე დაგეგმილ ალიანსისა და წევრი ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს ჩართვას შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში.

ამასთანავე, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2 დეკემბერს "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" განახლებული ვერსია დაამტკიცეს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას.

ნატო-წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2 დეკემბერს "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" განახლებული ვერსია დაამტკიცეს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას

კერძოდ, „არსებითი პაკეტი“ გულისხმობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების რეფორმირებას, საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას, ეფექტურად იმოქმედოს მოკავშირეთა ძალებთან, ხელი შეუწყოს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის ამაღლებას და კოორდინაციის დონის ამაღლებას უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში მომუშავე უწყებებს შორის, საქართველოსა და მისი სამეთაურო სტრუქტურის სხვადასხვა ნაწილებს შორის ურთიერთქმედებისა და საზღვაო კომპონენტის გაძლიერებას. ეს პრაქტიკული ინსტრუმენტი მნიშვნელოვანია საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესის მოსამზადებლად.

საქართველო-ევროკავშირის მიმართულებით კი საყურადღებოა აღმოსავლეთ პარტნიორობისპოლიტიკის ახალი ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერებას თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებით, ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და მოქალაქეების კეთილდღეობას. ასევე, მას წვლილ შეაქვს უფრო მეტად ძლიერი ევროპის მშენებლობაში.

არსებითი პაკეტი“ გულისხმობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების რეფორმირებას, საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას, ეფექტურად იმოქმედოს მოკავშირეთა ძალებთან, ხელი შეუწყოს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის ამაღლებას და კოორდინაციის დონის ამაღლებას უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში მომუშავე უწყებებს შორის, საქართველოსა და მისი სამეთაურო სტრუქტურის სხვადასხვა ნაწილებს შორის ურთიერთქმედებისა და საზღვაო კომპონენტის გაძლიერებას. ეს პრაქტიკული ინსტრუმენტი მნიშვნელოვანია საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესის მოსამზადებლად

ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობა 2020 წლის შემდგომ პერიოდში ორიენტირებული იქნება მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაზე, ანგარიშვალდებული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე, გარემოს დაცვაზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებაზე.

ამასთანავე, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრაქტიკულ განხორციელებას.

პანდემიის პერიოდშიც ევროკავშირი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი მთავარი დონორი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ეხმარება ქვეყანას გაუმკლავდეს გლობალური კრიზისის თანმდევ გამოწვევებს.

2020 წელმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა პარტნიორების განსაკუთრებული მნიშვნელობა. მათი მხარდაჭერა გვაქვს როგორც მშვიდობიან, ასევე კრიზისის პერიოდში.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრაქტიკულ განხორციელებას

ამასთანავე, ეს პროცესი ხაზს უსვამს იმას, რომ პროაქტიულობით, ახალი ინიციატივებით მეტად უნდა განვამტკიცოთ თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და მეგობრებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები საერთაშორისო არენაზე, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოს არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად.

- 20 იანვარს თეთრ სახლში აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი შევა. დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ ბაიდენის მმართველობის წლებში აშშ მსოფლიო პოლიტიკის სცენაზე მთელი სისრულით დაბრუნდება.

რა კორექტივებს შეიტანს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოზეფ ბაიდენის გაპრეზიდენტება აშშ-ევროპის, აშშ-ნატო-ს, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?

- ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის თითქმის 50-წლიანი გამოცდილება პოლიტიკაში მიანიშნებს იმაზე, რომ მან ზუსტად იცის ისტორიულად როგორი ბოროტება იყო საბჭოთა კავშირი და ასევე, პრაქტიკულად გათვითცნობიერებული აქვს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან მხარი დაუჭირა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკას. წლებია ჯოზეფ ბაიდენი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

2009 წელს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯოზეფ ბაიდენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამართლის იმ ფუნდამენტური პრინციპის დაცვაზე, რომელიც სუვერენულ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას თავად აირჩიონ თავიანთი პარტნიორები და ალიანსები.

ამით მან მიუთითა, რომ 21-ე საუკუნე არ უნდა ეფუძნებოდეს მე-19 საუკუნის რიტორიკას. მისი განმარტებით 21-ე საუკუნეში გავლენის სფეროების ადგილი არ არის. მეტიც, 2009 წლამდე, 2008 წლის ომის დროს ჯოზეფ ბაიდენი სენატორის რანგში საქართველოში იმყოფებოდა და გახლდათ საქართველოსთვის ერთმილიარდიანი დახმარების გამოყოფის ინიციატორი.

ვფიქრობ, ჯოზეფ ბაიდენის მოსვლა თეთრ სახლში ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური როლის მეტად გამოკვეთას, ამერიკის სტრატეგიულ მოკავშირესთან - ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავებას და საერთო გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ევროპასთან ერთად ერთიანი სტრატეგიის განვითარებას. ევროატლანტიკური მტკიცე კავშირი კი ახალ იმპულსს შესძენს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, რაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს.

ბაიდენის მოსვლა თეთრ სახლში ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური როლის მეტად გამოკვეთას, ამერიკის სტრატეგიულ მოკავშირესთან - ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავებას და საერთო გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ევროპასთან ერთად ერთიანი სტრატეგიის განვითარებას. ევროატლანტიკური მტკიცე კავშირი კი ახალ იმპულსს შესძენს ნატო-ღია კარის პოლიტიკას, რაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას, ვთვლი, რომ ბაიდენის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით იქნება პრინციპული, რაც კრემლის ქმედებებიდან გამომდინარე გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას.

ბაიდენის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით იქნება პრინციპული, რაც კრემლის ქმედებებიდან გამომდინარე გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას

ამასთანავე, ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით რეფორმების ახალი პაკეტის შემუშავება და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების მეტად განმტკიცება.

- ყარაბაღში ომის შემდეგ განვითარებული პროცესების შეფასებისას თქვენ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეთ, რომ აუცილებლობას წარმოადგენს პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტაბილურობა“.

ვითარებაში, როცა კრემლი ცდილობს შეასუსტოს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთისა და აშშ-ს პოზიციები, როგორი პოლიტიკის გატარების გზას აირჩევს ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობაში?

- ვაშინგტონი ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის წარმომადგენლობის გაძლიერებას. საქართველო არ არის მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის შემადგენელი ნაწილი, ის ასევე ღირებული და მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში.

შესაბამისად, რეგიონში შეცვლილი ვითარების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ვიზიტი შემთხვევითი როდია. ეს არის მკაფიო გზავნილი რუსეთის ფედერაციისთვის, რომ ამერიკისათვის საქართველო სანდო პარტნიორია როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე სამხრეთ კავკასიაში.

ვფიქრობ, ვაშინგტონი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში ალიანსის სხვა წევრებთან ერთად განავითარებს ახალ ინიციატივებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, ორმხრივ ფორმატებშიც გააძლიერებს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.

ვაშინგტონი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში ალიანსის სხვა წევრებთან ერთად განავითარებს ახალ ინიციატივებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, ორმხრივ ფორმატებშიც გააძლიერებს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას

ასევე, შესაძლოა გადაიხედოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია და ოფიციალურად გამოიკვეთოს, რომ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობიდან სტრატეგიულ მოკავშირეობაზე გადასვლას.

- 2020 წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის 16 პუნქტიანი პროექტი დაამტკიცა. ამ რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა პრემიერ გახარიას განცხადება, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს შეიტანს.

როგორ შეაფასებდით, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის განაცხადის შეტანისათვის მზადების პროცესს?

- მისასალმებელია, რომ მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტი აგრძელებს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტების ტრადიციას. კერძოდ, ვგულისხმობ 2013 და 2016 წლებში მიღებულ რეზოლუციებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ.

ამასთანავე, ახალი რეზოლუციის ტექსტის ანალიზისას ნიშანდობლივია, გამოვყოთ საქართველოს მტკიცე სწრაფვა ცივილიზაციური და ღირებულებითი არჩევანისკენ. კერძოდ, 2024 წელს საქართველო გეგმავს განაცხადი შეიტანოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ჩანაწერი გვიბიძგებს იმისკენ, რომ უფრო მეტი სიხშირით გავაგრძელოთ საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და გავაღრმავოთ თანამშრომლობა ევროკავშირთან ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში.

ამასთანავე, ევროკავშირთან სექტორალური თანამშრომლობით ქვეყნის შიგნით ცალკეულ დარგებში ევროპული სტანდარტები უნდა დავნერგოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება და ევროკავშირის ბაზრის კიდევ უფრო ათვისება.

ევროკავშირთან სექტორალური თანამშრომლობით ქვეყნის შიგნით ცალკეულ დარგებში ევროპული სტანდარტები უნდა დავნერგოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება და ევროკავშირის ბაზრის კიდევ უფრო ათვისება

ამ კონტექსტში აუცილებელია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე 2021 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გახდეს გარდამტეხი ეტაპი საქართველოს მეტი პოლიტიკური ამბიციის გამოსაკვეთად და პრინციპის „მეტი მეტისთვის“ გასავითარებლად, რაც გულისხმობს ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობების მიცემას იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებიც მეტს აკეთებენ ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ბუნებრივია, 2024 წლამდე საქართველომ პროაქტიულად უნდა იმუშავოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან იმისათვის, რომ ოთხ წელში შევძლოთ საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში ახალ ეტაპზე გადასვლა და ევროპული პერსპექტივისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

2024 წლამდე საქართველომ პროაქტიულად უნდა იმუშავოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან იმისათვის, რომ ოთხ წელში შევძლოთ საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში ახალ ეტაპზე გადასვლა და ევროპული პერსპექტივისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა

თუმცა, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, რაც ქვეყნის უსაფრთხოების რეალური გარანტიაა. მით უფრო იმ ფონზე, რომ რეგიონში უსაფრთხოების გარემო საგრძნობლად შეიცვალა და შესაბამისად, საქართველოს მეტი დაცვის მექანიზმები სჭირდება, რათა გაუმკლავდეს სერიოზულ საფრთხეებს.

მოგეხსენებათ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია მდგრადი განვითარება. საქართველო იმსახურებს ნატო-ში წევრობას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის) გარეშე, რადგან მას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობისათვის საჭირო ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს - ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, „განახლებული არსებითი პაკეტი“.

მეტიც, ხსენებული მექანიზმების ფარგლებში ქვეყანამ განახორციელა არაერთი რეფორმა პარტნიორების მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ამდენად, მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა დავაჩქაროთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ამ თვალსაზრისით პარტნიორებთან სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით პროაქტიული აქტივობების განხორციელებაა საჭირო.

მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა დავაჩქაროთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ამ თვალსაზრისით პარტნიორებთან სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით პროაქტიული აქტივობების განხორციელებაა საჭირო

კერძოდ, უნდა მოხდეს ნატო-ს თითოეულ წევრ ქვეყანასთან მოლაპარაკებების ინტენსიურად წარმართვა, რათა უფრო მკაფიოდ დავანახოთ საქართველოს საჭიროება ალიანსისთვის, განსაკუთრებით სტრატეგიული კომუნიკაციების ცალკე პაკეტი უნდა მომზადდეს იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ამ ეტაპზე სიფრთხილეს იჩენენ ნატო-ს გაფართოების პროცესთან დაკავშირებით.

ამასთანავე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ რეზოლუციის ახალი პუნქტი, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულ სახელმწიფოთაშორის დავებს.

სახელმწიფოთაშორისი დავების წარმატებით დასრულება, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების თანახმად ქმნის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლებს.

ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის ეფექტიანი მექანიზმია.

- როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რომლის უმთავრესი მახასიათებელი პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებთან ერთად ერთპარტიული პარლამენტი და მრავალპარტიული ოპოზიციაა, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს?

- გლობალური კრიზისის, პანდემიის ფონზე ყოველდღიურ რეჟიმში აუცილებელია თავდაუზოგავი ბრძოლა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ამ ურთულეს პერიოდში ერთიანობა გადამწყვეტია, რადგან ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ერთობლივი ძალისხმევით უფრო ეფექტიანია ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოციალური დაცვის, განათლების სფეროებში არსებული პრობლემების მოგვარება.

გლობალური კრიზისის, პანდემიის ფონზე ყოველდღიურ რეჟიმში აუცილებელია თავდაუზოგავი ბრძოლა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ამ ურთულეს პერიოდში ერთიანობა გადამწყვეტია, რადგან ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას

სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე საერთო კონსენსუსი არ არის მიღწეული. საპარლამენტო ტრიბუნა დღეს შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ერთობლივად დავძლიოთ პანდემიის თანმდევი ურთულესი გამოწვევები და ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაქმნელად, რომლის შედეგად ხვალ გვექნება მეტად განვითარებული ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და განათლების სისტემები და შევძლებთ ეკონომიკის აღდგენას.

- სავარაუდოდ, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლება და ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და იგი იმ გარე თუ შიგა გამოწვევების წინაშე, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს, ოპონენტების გარეშე მარტო აღმოჩნდება?

- პარლამენტის ფუნქციონირება ოპონენტების გარეშე დემოკრატიას საგრძნობლად ასუსტებს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევა.

მოგეხსენებათ, პოლიტიკა კომპრომისის ხელოვნებაა, ყველა მხარემ უნდა დათმოს გარკვეულწილად, რათა ხელშესახებ შედეგამდე მივიდეთ. იმედი მაქვს, პარტნიორების დახმარებით შევძლებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ხელს შევუწყობთ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას.

პოლიტიკა კომპრომისის ხელოვნებაა, ყველა მხარემ უნდა დათმოს გარკვეულწილად, რათა ხელშესახებ შედეგამდე მივიდეთ

- 2020 წლის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხების გარკვეულწილად შეჯამების შედეგად, როგორი უნდა იყოს 2021 წლის პრიორიტეტული მიმართულებები?

- თუ როგორი იქნება 2021 წელი, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებით დავასრულებთ პანდემიასთან ბრძოლის პროცესს. „კორონაომის“ თანმდევი გამოწვევების დასაძლევად 2021 წელსაც იკვეთება ოთხი პრიორიტეტული მიმართულება - ჯანდაცვა, ეკონომიკა, სოციალური დაცვა და განათლება. დღეს ქართველი ექიმები ფრონტის ხაზზე არიან. თავად გავხვდი ამ უხილავი ვირუსის სამიზნე და მოწმე იმისა, თუ როგორი ძალისხმევით უწევთ ექიმებს ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუცნობ ვირუსთან გამკლავება, ბრძოლა.

აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნა იმისათვის, რომ ექიმებს ჰქონდეთ გაცილებით უკეთესი ინფრასტრუქტურა და შრომის სათანადო ანაზღაურება. ასევე, პანდემიის შედეგად დაზარალებული ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და სოციალური დაცვის პაკეტი უნდა შეეხოს ყველა მოწყვლად ჯგუფს.

აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნა იმისათვის, რომ ექიმებს ჰქონდეთ გაცილებით უკეთესი ინფრასტრუქტურა და შრომის სათანადო ანაზღაურება. ასევე, პანდემიის შედეგად დაზარალებული ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და სოციალური დაცვის პაკეტი უნდა შეეხოს ყველა მოწყვლად ჯგუფს

ქართული ეკონომიკა კრიზისის პირობებში საჭიროებს როგორც ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ასევე გაცილებით უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებას და უპირველეს ყოვლისა, არაორდინალურ, ინოვაციურ ხედვას.

ამასთანავე, უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური დიპლომატია, რაც ნიშნავს საზღვარგარეთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით ინვესტიციების მოზიდვის პროცესის მაქსიმალურად გააქტიურებას და პოტენციური ინვესტორებისათვის პროაქტიულად ხელსაყრელი საინვესტიციო პაკეტების შეთავაზებას.

ასევე, გლობალურმა კრიზისმა დაგვანახა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გავლენა ეკონომიკაზე. შესაბამისად, ხელი უნდა შევუწყოთ მეწარმეების ციფრული უნარების განვითარებას და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ციფრული ეკონომიკის გასავითარებლად. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თანაბრად საჯარო და კერძო სექტორის კოორდინირებული ჩართულობა.

გლობალურმა კრიზისმა დაგვანახა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გავლენა ეკონომიკაზე. შესაბამისად, ხელი უნდა შევუწყოთ მეწარმეების ციფრული უნარების განვითარებას და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ციფრული ეკონომიკის გასავითარებლად. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თანაბრად საჯარო და კერძო სექტორის კოორდინირებული ჩართულობა

ბუნებრივია, დისტანციური განათლების პირობებში აუცილებელია საყოველთაო ინტერნეტიზაციის უზრუნველყოფა, ყველა მოსწავლესა და სტუდენტს უნდა ჰქონდეს წვდომა როგორც კომპიუტერზე, ასევე ინტერნეტზე. სხვაგვარად მათ ფუნდამენტურ უფლებას - განათლების უფლებას ვერ დავიცავთ.

ასევე, უნდა შეიქმნას ახალი ცენტრალიზებული ციფრული პლატფორმები, სადაც განთავსდება ელექტრონული საგანმანათლებლო ლიტერატურა, თემატური ვიდეო რგოლები და ახალგაზრდებს მათზე წვდომა ექნებათ. ამასთანავე, უნდა შემუშავდეს ფინანსური დახმარების პაკეტი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც გლობალური კრიზისის გამო ვერ იხდიან სწავლის საფასურს.

გარდა ამისა, აუცილებელია გაგრძელდეს ისეთი ტრენინგ-მოდულების შექმნა, რომლებიც განათლების სივრცეში ხელს შეუწყობენ ციფრული პროფესიული ჩვევების განვითარებას.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული პრიორიტეტია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ქვეყნის დეოკუპაცია, საქართველოს „მავთულხლართებისგან“ გათავისუფლება და მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანება. შესაბამისად, 2021 წელს უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთა ფუნდამენტური უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.

უმნიშვნელოვანესია, პარტნიორებისა და ქართული დიპლომატიის ძალისხმევით საერთაშორისო მონიტორებს მიეცეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შესაძლებლობები, რათა შევძლოთ იქ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

აუცილებელია, საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შედეგიანი დისკუსიების წარმართვა. პანდემიის ფონზე საჭიროა სამშვიდობო პოლიტიკის განახლება ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა მიმართულებებით ახალი სამშვიდობო ინიციატივების შესამუშავებლად, რაც გლობალური კრიზისის პირობებში ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას.

ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელება. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობით პარტნიორებს ჩვენი საჭიროება უფრო მკაფიოდ უნდა დავანახოთ და ვიფიქროთ იმ ნიშაზე, დიდ იდეაზე, რომლითაც გაცილებით მიმზიდველები გავხდებით საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და შევძლებთ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

ჩვენი სტრატეგიული მდებარეობით პარტნიორებს ჩვენი საჭიროება უფრო მკაფიოდ უნდა დავანახოთ და ვიფიქროთ იმ ნიშაზე, დიდ იდეაზე, რომლითაც გაცილებით მიმზიდველები გავხდებით საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და შევძლებთ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას

ასევე, პანდემიის შედეგად გამოწვეული პრობლემების დასაძლევად აუცილებელია სტრატეგიული კომუნიკაცია პარტნიორებთან.

მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის დღის წესრიგი შესაძლოა ორიენტირებული იყოს 7 პრიორიტეტზე:

პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის დღის წესრიგი შესაძლოა ორიენტირებული იყოს 7 პრიორიტეტზე

1) საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაგრძელება,

2) საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის გაგრძელება,

3) კვლავ საქართველოში დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცების მხარდაჭერა,

4) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს მედეგობის გაძლიერება, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, რათა ქვეყანამ შეძლოს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების თავიდან აცილება,

5) თანამშრომლობის გაგრძელება საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციის მექანიზმების დასანერგად და რუსულ ანტიდასავლურ, დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ კამპანიასთან ეფექტიანი ბრძოლა,

6) თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დასადებად მოლაპარაკებების დაწყება. ეს პროცესი ხელს შეუწყობს როგორც სავაჭრო, ასევე უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას,

7) ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების გაგრძელება. ხალხთაშორისი კონტაქტების გაფართოება.

საგარეო და საშინაო პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა შევძლოთ ადამიანის საჭიროებებზე ორიენტირებული თანამედროვე სახელმწიფოებრივი სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბება. იმედი მაქვს, ამ პროცესში 2021 წელი თავის წვლილს შეიტანს.

“ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს