რუსეთში კორონავირუსის 24 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 504 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 24 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 236 787 -ს მიაღწია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 504 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 58 506-მდე გაიზარდა.

რუსეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსისგან 2.6 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

იხილეთ ვიდეო:სომხეთში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი გარდაიცვალა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს