მაიკ პენსი სენატორების ჯგუფის მიერ რამდენიმე შტატში სპეციალური კომისიის შექმნის მოთხოვნას მიესალმება

აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი სენატორების ჯგუფის მიერ რამდენიმე შტატში სპეციალური კომისიის შექმნის მოთხოვნას მიესალმება.

„მაიკ პენსი სენატის წევრების მიერ მათი კანონიერი უფლების გამოყენებას მიესალმება, რათა კონგრესმა და ამერიკელმა ხალხმა მტკიცებულებები იხილონ“ , -განაცხადა პენსის შტაბის უფროსმა მარკ შორტმა.

იქამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ 11 ამერიკელი სენატორი სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც არჩევნების შედეგების კანონიერებას შეისწავლის. ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ 6 იანვარს კონგრესში კენჭისყრაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ სერტიფიცირებული შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებას, იქამდე სანამ არჩევნებზე დაფიქსირებულ თითოეულ დარღვევას არ გამოიძიებენ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, რის გამოც სენატორები ბაიდენის გამარჯვებას ხელს ვერ შეუშლიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო