იაპონია საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხს განიხილავს

იაპონიის მთავრობა, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, ტოკიოს რეგიონის უმეტეს ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხს განიხილავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ განაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ ქვეყნის მთავრობას ტოკიოს მერმა იურიკო კოიკემ და კანაგავას, ჩიბასა და საიტამის პრეფექტურების გუბერნატორებმა მოუწოდეს. იოშიჰიდე სუგას ადმინისტრაცია დიდი სიფრთხილით ეკიდება ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებას, რამაც, შესაძლოა, იაპონიის ეკონომიკას, რომელიც სიდიდით მესამე ადგილზეა მსოფლიოში, ზიანი მიაყენოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო