გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რატომ დადგა დღის წესრიგში "პატრიოტთა ალიანსის" წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში "პატრიოტთა ალიანსის" წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, დღეს აღნიშნული საკითხი ბიუროზე და სესიაზეც განიხილება.

"საპროცედურო საკითხთა და წესების დაცვის კომიტეტზე განვიხილავთ "პატრიოტთა ალიანსის" სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. მოგეხსენებათ, კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შესაბამისი ვადების გასვლის შემდეგ იკრიბება და იხილავს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებს. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი კომიტეტზე განიხილება, შესაბამისი დასკვნა ბიუროს გადაეცემა და მოხვდება სესიაზე",-განაცხადა მაჭარაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, გურამ მაჭარაშვილმა ასე უპასუხა: " გარდა სამართლებრივი ნაწილისა, რომელიც უკვე მოგახსენეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასილიტატორების, ჩვენი ქვეყნის ელჩების კონსულტაციების საფუძველზე, ჩვენ ვიხილავთ იმ პარტიის პოლიტიკური სუბიექტის, წარმომადგენლების საკითხებს, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მოხდეს მათი ჩანაცვლება. ამ ეტაპზე იცით, რომ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის არსებობს პრიორიტეტი, რომ ოპოზიციასთან ელჩების მეშვეობით გავმართოთ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, რაც დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებით დასრულდება",-განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები კი, შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ. სწორედ ამის გამო, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა “პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატებით იწყება.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან