სომხეთში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფექციისგან 14 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 160 220 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 2 864 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 144 831-ს შეადგენს.

ქვეყანაში 2021 წლის 11 იანვრამდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა