აშშ-ში კორონავირუსის 210 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 394 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 210 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 394 ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, ინფიცირების 20 636 663 შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 351 500-ს აჭარბებს.

ცნობისათვის, შეერთებულ შტატებში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ამ დრომდე, 4 225 756 ადამიანია აცრილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა