CNN - კორონავირუსის ახალი სახეობა მსოფლიოს სულ მცირე 37 ქვეყანაშია გავრცელებული

კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს, მსოფლიოს სულ მცირე 37 ქვეყანაშია დადასტურებული, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ექსპერტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია ვიდრე კოვიდ 19-ის სხვა, აქამდე ცნობილი შტამები, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის უფრო ფატალურია ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს.

CNN-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს გარდა ახალი შტამი დაფიქსირებულია ავსტრალიაში, ბელგიაში, ბრაზილიაში, კანადაში, ჩილეში, ჩინეთში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ისლანდიაში, ინდოეთში, ირლანდიაში, ისრაელში, იტალიაში, იამაიკაში, იაპონიაში, იორდანიაში, ლიბანში, მალტაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, პაკისტანში, პორტუგალიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, ტაილანდში, თურქეთში, შეერთებული შტატების ნაწილსა და ვიეტნამში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა