Reuters - ირანმა 20%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო

ირანმა 20%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის მთავრობაში დღეს განაცხადეს.

”რამდენიმე წუთის წინ, ფორდოუს საწვავის გამდიდრების კომპლექსში 20% -მდე გამდიდრებული ურანის წარმოების პროცესი დაიწყო”,- აღნიშნა მთავრობის პრესსპიკერმა ალი რაბეიმ.

რამდენიმე დღის წინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა მათ ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ფორდოუს საწვავის გამდიდრების ქარხანაში“ ურანის გამდიდრება დაიწყებოდა, თუმცა ზუსტი თარიღი მითითებული არ ყოფილა. 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია. შეთანხმებას აშშ-მ, ირანმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოაწერეს ხელი.

აშშ-მ 2018 წელს შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები ხელახლა დაუწესა. ირანმა 2019 წელს შეთანხების პირობა დაარღვია და ურანი 4.5%-მდე გაამდიდრა. მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, ურანის 20% -მდე გამდიდრება განაახლოს და ასევე დაბლოკოს გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორ თვეში არ შემსუბუქდება. 3-5%-ით გამდიდრებული ურანი ბირთვული ელექტროსადგურებისთვის საწვავის წარმოების მიზნით გამოიყენება, 20%-მდე გამდიდრებული ურანი კი - კვლევით ბირთვულ რეაქტორებში, თუმცა, ის მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხისაა 90%-მდე გამდიდრებულ ურანთან შედარებით, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელადაა საჭირო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო