გია ვოლსკი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე - მაშინ გამოუტანეს თავის თავს სასჯელი, როდესაც დესტრუქციულ რეჟიმში შემოვიდნენ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რა პრეტენზია აქვთ "პატრიოტთა ალიანსის" იმ წევრებს, რომლებსაც დღეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდათ.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ საკუთარ თავს მაშინ გამოუტანეს განაჩენი, როდესაც დესტრუქციულ რეჟიმში შევიდნენ.

“საერთოდ არ მესმის, რა პრეტენზია აქვთ. შემოვიდნენ, გაუქმება ითხოვეს და მიიღეს ის, რაც ითხოვეს. სია არ გაუუქმებიათ, შესაბამისად, სიაში ვინც არის შემდეგი, შემოსვლის ლეგიტიმური უფლება აქვთ. ამის შესახებ განცხადებებს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის თუ არა თვეების წინ აკეთებნენ. რა პრეტენზიები აქვთ?! ალბათ, ეს დეტალები უფრო ფართოდ უნდა იყოს განხილული. რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსის" საკითხის განხილვას, იმის შესაბამისად მოხდა, რა განცხადებაც შემოიტანეს. საერთოდ არაადეკვატურია ამ სიტუაციაში დასჯაზე ლაპარაკი. ეს არის პროცედურული საკითხი, რომელსაც მივყვებით. მაშინ გამოუტანეს თავის თავს სასჯელი, როდესაც დესტრუქციულ რეჟიმში შემოვიდნენ მაშინ, როდესაც დესტრუქცია და დესტაბილიზაცია თვითონაც კარგად იციან ვის აწყობს დღეს კავკასიაში და მათ შორის საქართველოში", - აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ირმა ინაშვილის, ­გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და ცნობად მიიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს