კომპანია ,,იორკ თაუერსმა’’ სოციალური კამპანია ,,შენ მარტო არ ხარ’’ წამოიწყო

სამშენებლო კომპანია „იორკ თაუერსმა“ წინასაახალწლოდ ახალი სოციალური კამპანია „,შენ მარტო არ ხარ“ წამოიწყო და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, ფონდ ,,მომავლის გზასთან’’ ერთად „იორკ თაუერსმა“ 400 სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა და მათ საახალწლო საჩუქრები და ნობათი გადასცა.

როგორც ,,იორკ თაუერსის’’ მარკეტინგის მენეჯერი ირმა ელბაქიძე აცხადებს, კომპანია ყოველწლიურად ცდილობს მსგავსი აქტივობები დაგეგმოს და საზოგადოებას გვერდში დაუდგეს.

„ჩვენ გააზრებული გვაქვს ის, რომ დღევანდელი რთული სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ოჯახი დაზარალდა, განსაკუთრებით კი, სოციალურად დაუცველი ოჯახები. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქველმოქმედო ფონდ ,,მომავლის გზის’’ ყველა ბენეფიციარს დავხმარებოდით“, -განაცხადა მან.

კომპანიის ცნობით, 2020 წელს ,,იორკ თაუერსი’’ სულ 1500 ოჯახს დაეხმარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა