ზვიად შალამბერიძე - ბედნიერი ვართ, რომ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც ქვეყანას ასეთი სულიერი მამა და წინამძღოლი ჰყავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

"4 იანვარი კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა, შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ მის ღვაწლზე ქართველი ერის სულიერების ამაღლებისა და განმტკიცების საქმეში, ისევე, როგორც მის სამაგალითო მოღვაწეობაზე, თავმდაბლობასა და სულგრძელობაზე, მაგრამ ვფიქრობ, სრული სიზუსტით გაგვიჭირდება ალბათ, იმის გადმოცემა, რასაც პატრიარქი წარმოადგენს ჩვენი ერისთვის. ბედნიერი ვართ, რომ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც ქვეყანას ასეთი სულიერი მამა და წინამძღოლი ჰყავს.

ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 88 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას, მხნეობას, კეთილდღეობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ერის და ბერის საიმედოდ. ამ წლების მანძილზე საქართველომ არაერთხელ იგრძნო მისი იმედიანი სიტყვის ძალა, მისი ლოცვის მადლი და მინდა, ვისურვო, რომ ეს ბედნიერება კიდევ დიდხანს არ მოშლოდეს ჩვენ ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს", - აღნიშნულია სახელმწიფო რწმუნებულის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა