"პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ  დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ ცესკოს მიმართეს

"პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამმა წევრმა დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცესკო-ში განუცხადეს, ცესკომ პარტიის წევრების განცხადებები მიიღო და დაარეგისტრირა.

ცნობისთვის, პარლამენტმა დღეს "პატრიოტთა ალიანსის" სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან- გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. “პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა