ჯუზეპე კონტე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს

იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჯუზეპე კონტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.

როგორც მისალოც წერილში ჯუზეპე კონტე აღნიშნავს, იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პლურალიზმის გაძლიერებას.

„მსურს, პირადად ჩემი და იტალიელი ხალხის სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნა. იტალია მტკიცედ უჭერს მხარს თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პლურალიზმის გაძლიერებას ევროინტეგრაციის პროცესისკენ მიმართული ქმედითი სტანდარტების განმტკიცებისა და სტრუქტურული რეფორმების მეშვეობით. იტალია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. გისურვებთ წარმატებებს თქვენი უფლებამოსილების შესრულებისას და გილოცავთ შობა-ახალ წელს", - აღნიშნულია მისალოც წერილში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა