შოტლანდიაში 5 იანვრიდან 31 იანვრამდე საყოველთაო კარანტინის რეჟიმი იმოქმედებს

შოტლანდიაში 5 იანვრიდან 31 იანვრამდე საყოველთაო კარანტინის რეჟიმი იმოქმედებს. აღნიშნული განცხადება შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა სტარჯონმა გაავრცელა.

მისი თქმით, მკაცრი შეზღუდვების დროს შოტალნდიელები ვალდებულები იქნებიან სახლში დარჩნენ და აუცილებელი შემთხვევების გარდა საცხოვრებელი არ დატოვონ.

ამასთან, შოტლანდიაში სკოლები თებერვლამდე დაიხურა, იქამდე კი სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, შოტლანდიაში კორონავირუსის 135 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს 4 578 ადამიანი ემსხვერპლა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე