საბერძნეთის ეკლესიის სინოდი ხელისუფლებისგან მოითხოვს, ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრები გახსნას

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი საბერძნეთის ხელისუფლებისგან მოითხოვს, დაიცვას შეთანხმება და ნათლისღების დღესასწაულისთვის ეკლესიები გახსნას.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ, სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებთან ერთად განიხილა მთავრობის განცხადებები, რომლებიც უკავშირდება ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრების დახურვას, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომას.

წმინდა სინოდმა საკითხის განხილვის შედეგად, ერთხმად დაადგინა, რომ არ ეთანხმება მთავრობის ახალ ზომებს და დაჟინებით მოითხოვს, შესრულდეს ის, რაც თავდაპირველად შეთანხმდა ხელისუფლებასთან, რომ ტაძრები დარჩეს ღია, რათა მორწმუნეებმა მონაწილეობა მიიღონ საღმრთო ლიტურგიაში და წყლის კურთხევაში.

სინოდმა წერილი გაუგზავნა მთავრობას და მიაჩნია, რომ დიალოგი უნიკალური საშუალებაა საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც ეხება სახელმწიფოსა და რელიგიურ თემებს შორის ურთიერთობას საბერძნეთში.

2 იანვარს საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინე ზომებს ამკაცრებს, რომელიც 11 იანვრამდე გაგრძელდება, რათა სკოლები უსაფრთხოდ გაიხსნას. 3 იანვრიდან ტაძრები დახურულია მომლოცველებისთვის და შესაბამისად, ვერ მოხდება წყლის კურთხევა ნათლისღების დღესასწაულზე, რომელსაც საბერძნეთის ეკლესია 6 იანვარს აღნიშნავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო