სალომე სამადაშვილი - რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან რამდენიმე ადამიანის პარლამენტში შესვლა ვერ განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს, კრიზისი შეიძლება,  განმუხტოს მხოლოდ ფართო შეთანხმებამ

რამდენიმე ადამიანის შესვლა პარლამენტში რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან ვერ განმუხტავს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, პოლიტიკური კრიზისი შეიძლება განმუხტოს მხოლოდ ფართო შეთანხმებამ , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება თუ ხელისუფლება პოლიტიკური შეთანხმების ნაცვლად ეცდება თითო-ოროლა ადამიანი დაარწმუნოს პარლამენტში შესვლაზე.

„ ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, ყველას ვინც საქართველოს პარლამენტშია არჩეული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით, დადასტურებული აქვს საკუთარი გადაწყვეტილება, რომ არ შევიდეს პარლამენტში. ყველას აქვს დაწერილი შესაბამისი განცხადება, ამიტომ მე არ მაქვს ეჭვის საფუძველი. ჩემთვის ძალიან ცუდის მომასწავლებელი იქნება, ის რომ ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ მოძებნოს რეალური პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციასთან და ქვეყანა პოლიტიკური კრიზისისგან გამოვიდეს ფართო პოლიტიკური შეთანხმებით, ამის ნაცვლად თუ იქნება მცდელობა მიმართული რომ თითო-ოროლა ადამიანი დაარწმუნოს პარლამენტში შევიდეს, ეს დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ რამდენიმე ადამიანის შესვლა პარლამენტში რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან ვერ განმუხტავს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. პოლიტიკური კრიზისი შეიძლება განმუხტოს მხოლოდ ფართო შეთანხმებამ იმ პარამეტრების გარშემო, რაც არის ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა“,-განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა