"პატრიოტთა ალიანსის” წევრების დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქანაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს

"პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქანაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომას "პატრიოტთა ალიანსის" სამივე წევრი დაესწრება.

ცნობისთვის, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართეს. პარლამენტმა დღეს "პატრიოტთა ალიანსის" სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან- გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. “პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტი "პატრიოტთა ალიანსის" სიის სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო