გერმანიაში კორონავირუსის 11 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 944 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში კორონავირუსის 11 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 787 410 -მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 944 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 35 518-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეზღუდვები გამკაცრდა. ქვეყანაში დახურულია ბარები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები, სკოლები, საბავშვო ბაღები და მაღაზიების დიდი ნაწილი. შეზღუდვები 10 იანვრამდე მოქმედებს, თუმცა, გუშინ გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მთავრობა და 16 ფედერალური რეგიონი „ლოქდაუნის“ 31 იანვრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონების პრემიერები და ქვეყნის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს შეხვედრას გამართავენ და აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო