ვახტანგ კალოიანი - დაბალია რისკი, რომ კორონავირუსის ახალი შტამით ის ადამიანები დაინფიცირდნენ, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ

დაბალია რისკი, რომ კორონავირუსის ახალი შტამით ის ადამიანები დაინფიცირდნენ, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა განუცხადა.

„ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკი არის ახალგაზრდა ჯგუფებში, ბავშვებში, სადაც უფრო აქტიურად გადაცემა და შეიძლება ამიტომ გახდეს უფრო აქტიურად გავრცელებული, ესაა მისი ძირითადი რისკი. განმეორებითი ინფიცირების და დაავადების უფრო მძიმედ მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ არის“, - აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

რაც შეეხება ვაქცინის ზემოქმედებას კორონავირუსის ახალ შტამზე, როგორც ვახტანგ კალოიანი აცხადებს, „მოდერნას“ და „ფაიზერის“ ვაქცინები ახალი შტამის შემთხვევაშიც მუშაობს.

„ცალსახად ვიცით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა მუშაობს ზუსტად ისე, როგორც მუტაციამდელ შტამზე მუშაობდა. იგივე ითქმის „მოდერნაზეც“. ზოგადად, ეს მუტაციები ჩვეულებრივი ამბავია ვირუსისთვის, მუდმივი ცვლილება ხდება. ტემპებს თუ გავითვალისწინებთ, არა მგონია, რომ ეს ჩვენთან გაზაფხულის ბოლომდე იყოს. მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური მართვა, კლასტერების და კავშირების დევნა, რომ გავრცელება არ მოხდეს და რაც შეიძლება დიდხანს შევაკაოთ“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის იზოლაციაში იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა