ირაკლი ქადაგიშვილი - პარლამენტში შემოსული ადამიანი არის პარლამენტის წევრი, თითოეული პარტია თავის წევრს როგორ დახასიათებას მისცემს, ეს მათი საქმეა

ის, რომ ვიღაცას ბიზნეს ისტორია აქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ცუდი პოლიტიკოსი ან პარლამენტარი უნდა იყოს. ჩვენ ვხედავთ, რომ თანამედროვე საქართველოში ბიზნესმენებს ძალიან დიდი გასაქანი მიეცათ პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლისათვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ბიზნესმენების მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის დაწყების შესახებ.

ქადაგიშვილის განმარტებით, საპარლამენტო სიას როდესაც პარტია წარადგენს, იქ ამ სიას თავისი პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვა აქვს, აქედან გამომდინარე, ვინმე თავის პროფესიით ადრე თუ პედაგოგი, ბიზნესმენი, ადვოკატი ან სხვა პროფესიის წარმომადგენელი იყო, ეს ყველაფერი ამ ადამიანების ავტობიოგრაფიის ნაწილია.

„პარლამენტში შემოსული ადამიანი არის პარლამენტის წევრი. ამიტომ, ახლა, თითოეული პარტია თავის წევრს როგორ დახასიათებას მისცემს, ეს მათი საქმეა და არა ჩემი. ერთ რამეს გეტყვით, პარლამენტი თავისი შემადგენლობით არის მრავალფეროვანი. ანუ, პარლამენტში არ არიან მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული განათლების მქონე ადამიანები, არიან სხვადასხვა პროფესიის და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანები, ამიტომ, ყველას თავისი პოლიტიკური ხედვა აქვს და ყველას თავისი ნიშა ექნება პარლამენტში. ის, რომ ვიღაცას ბიზნეს ისტორია აქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ცუდი პოლიტიკოსი ან პარლამენტარი უნდა იყოს. ჩვენ ვხედავთ, რომ თანამედროვე საქართველოში ბიზნესმენებს ძალიან დიდი გასაქანი მიეცათ პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლისათვის. საკუთარ პარტიებსაც ქმნიან ბიზნსმენები და ამიტომ, რა ვქნათ, იმ პარტიებს აპრიორი ვუწოდოთ არაპოლიტიკური პარტიები?“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს