პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე ლევან მგალობლიშვილი იქნება

მეათე მოწვევის პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე ლევან მგალობლიშვილი იქნება. უფლებამოსილების ცნობის საკითხზე დღეს საპროცედურო კომიტეტმა იმსჯელა.

დღესვე საკითხი პარლამენტის ბიურომ პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანა, შესაბამისად, ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტის პლენარულ რიგგაშერე სხდომაზე კენჭს დღეს უყრიან.

ლევან მგალობლიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 61- ე ნომერია. ის ასევე, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომერს - გიორგი გახარიას სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა 29 დეკემბერს შეუწყვიტა.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე ლევან მგალობლიშვილი იქნება

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა