იანვარში, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე, კორონავირუსით მოქალაქეების გარდაცვალების კონკრეტული შემთხვევების შესახებ იმსჯელებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით მოქალაქეების გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით იანვარში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც კონკრეტული შემთხვევების შესახებ იმსჯელებენ.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„იანვარში ჩაინიშნება პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა კონკრეტულად ამ შემთხვევების, კოვიდით გარდაცვლილების შემთხვევების, გასავლელად. წინასწარი დასკვნები არსებობს, დამატებითი ექსპერტიზა მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით როგორც კი იქნება საბჭო, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. საბჭო უნდა შედგეს, უნდა გაიაროს ეს საკითხი. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ონლაინ ფორმატში საბჭო ამ საკითხებს ვერ განიხილავს. როგორც კი ჩაინიშნება საბჭოს შეხვედრა, ეს საკითხი განიხილება. ამ თვეში გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა. აქამდე რაც არის დასკვნები, სამედიცინო მომსახურების პრაქტიკიდან გადაცდომის ფაქტები ამ დასკვნებში არ არის, თუმცა, დამატებით საჭიროა კიდევ ერთი ეთიკური კომისიის გავლა და საბჭოს ფორმატიც უნდა გაიაროს ყველა დასკვნამ", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით, საყურადღებო შემთხვევა იყო სამი, რომელიც მედიაშიც გავრცელდა, თუმცა, როგორც გაბუნია ამბობს, ამის მიღმა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები კიდევ 10-მდე შემთხვევისას დაფიქსირდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს