პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების - დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქანაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს კენჭს დღესვე უყრის

პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების - ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები - დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქანაძე იქნებიან.

მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხზე დღეს საპროცედურო კომიტეტმა იმჯელა და დასკვნა ბიუროს წარედგინა, რომელმაც საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანა. შესაბამისად, კენჭისყრა დღეს რიგგარეშე სესიაზე მოხდება.

ცნობისათვის, პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამის გამო პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე 4 იანვარს შეუწყვიტა. თავის მხრივ, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს მათმა ადგილმონაცვლეებმა - დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ გუშინ მიმართეს. “პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძეც.

„პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჰქონდა ჩახსნილი.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო